Accessibility links

აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები დღესაც შეხვდებიან ერთმანეთს ფლორიდაში


დღეს კვლავ გაიმართება აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში, სადაც სი ძინპინი ორდღიანი ვიზიტით არის ჩასული. 6 აპრილს მათი შეხვედრის დასრულების შემდეგ ცოტა ხანში ვაშინგტონმა გააკეთა განცხადება, რომ აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. ეს ზომა არის პასუხი რამდენიმე დღის წინ სირიაში ქიმიური იარაღით განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელშიც ვაშინგტონი სირიის მთავრობას ადანაშაულებს. ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ვეტოს უფლება აქვს და გამუდმებით აცხადებს, რომ სირიის კრიზისი „პოლიტიკურად“ უნდა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები დღეს განიხილავენ ბევრ რთულ საკითხს, მათ შორის კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ მდგომარეობას, ორმხრივი ვაჭრობის საკითხებს და ტერიტორიულ დავას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG