Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ითხოვს გამოძიებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე


აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს ცნობების გამო, რომ რუსეთი სავარაუდოდ ჩაერია აშშ-ში გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. კლინტონი მოითხოვს ასევე ზომების მიღებას, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა. ჰილარი კლინტონი ამ საკითხს შეეხო გუშინ ნიუ-იორკში ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გამოსვლისას. აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა დემოკრატმა კანდიდატმა და ყოფილმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჰაკერული თავდასხმითა და მისი პარტიის ელექტრონული წერილების მედიაში გავრცელებით, რუსეთი მიზნად ისახავდა „უნდობლობისა და დაბნეულობის“ გავრცელებას. „ვფიქრობ, რომ, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, იყო აგრესიის აქტი, რომელიც უცხო სახელმწიფომ განახორციელა იმ ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელსაც სურს ევროპაში დომინირება და ჩვენი დაღმასვლის მიღწევა“,- აღნიშნა ჰილარი კლინტონმა, რომელიც ამ განცხადებით რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გულისხმობდა.

XS
SM
MD
LG