Accessibility links

რუსეთი აცხადებს, რომ სირიაში გაძლიერდება ანტისაჰაერო თავდაცვა


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიაში გაძლიერდება ანტისაჰაერო თავდაცვა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ფრთოსანი რაკეტები დაუშინა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზას. ამასთან, რუსეთის მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ 7 აპრილის განცხადებაში „უკიდურესად დაბალი“ უწოდა აშშ-ის საჰაერო დარტყმის ეფექტიანობას. სამინისტროს პრესმდივნის, გენერალ იგორ კონშენკოვის თქმით, „სირიის საჰაერო ბაზას მხოლოდ 23-მა რაკეტამ მიაღწია, უცნობია სად ჩავარდა დანარჩენი 36“. მოსკოვში მძაფრი რეაქცია მოჰყვა აშშ-ის საჰაერო იერიშს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საპასუხოდ. ვაშინგტონი პასუხისმგებლობას სირიის მთავრობას აკისრებს. ამასობაში, კრემლმა გამოთქვა შეფასება, რომ აშშ-ის სარაკეტო იერიში ხელს აძლევს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ექსტრემისტების სხვა ჯგუფებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG