Accessibility links

ყაზახეთში დაკრძალეს სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად დაღუპული სტუდენტი


ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში დაკრძალეს 22 წლის მაქსიმ არიშევი - სტუდენტი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად დაიღუპა. აფეთქების შემდეგ რუსეთის მედიის ნაწილი მას შეცდომით მოიხსენიებდა თავდასხმაში ეჭვმიტანილად. ალმა-ატაში დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო 200-ზე მეტი პირი, მათ შორის დაღუპულის ნათესავები, მეგობრები და მასწავლებლები. არიშევი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტში სწვლობდა და ერთ-ერთია აფეთქების შედეგად დაღუპულ 14 ადამიანს შორის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG