Accessibility links

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: სირიაზე აშშ-ის შეტევა იყო „მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი“


საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, სირიაში სამხედრო ბაზაზე აშშ-ის სარაკეტო თავდასხმა იყო „მოზომილი, პროპორციული და წერტილოვანი“ და მიზნად ისახავდა „იმ ობიექტების განადგურებას, სადაც ინახებოდა ქიმიური იარაღი“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის მიერ სირიაში, ალ-შაირათის საჰაერო ბაზაზე გამთენიისას განხორციელებულ დარტყმებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ აშშ-მა, რომელიც საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორია“, ყველა ზომას მიმართა ისე, რომ „მაქსიმალურად თავიდან ყოფილიყო არიდებული ადამიანების სიცოცხლე და მსხვერპლი“. ვაშინგტონის განცხადებით, სირიის სამხედრო ბაზაზე იერიში იყო პასუხი სირიაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რისთვისაც აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს სირიის მთავრობას. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, იერიში მიეტანა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, მხარი დაუჭირეს ნატომ და რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებმაც. ხოლო კრიტიკას გამოთქვამენ რუსეთი და ირანი, რომლებიც სირიის ომში მხარს უჭერენპრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG