Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთმა დაადასტურა, რომ სტოკჰოლმის თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი უზბეკეთიდანაა


შვედეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ჰანს ირმანმა დაადასტურა ცნობები იმის თაობაზე, რომ სტოკჰოლმში სატვირთო ავტომანქანით მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით დაპატიმრებული 39 წლის მამაკაცი უზბეკეთიდანაა. 8 აპრილს შვედეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მამაკაცი, რომლის ვინაობას არ ასახელებენ, უკვე გარკვეული ხნის განმავლობაში იყო მისი ყურადღების საგანი. შვედეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდერს თორნბერგმა თქვა, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც 7 აპრილს დააკავეს სტოკჰოლმის გარეუბანში, „არ შეინიშნებოდა უკანასკნელი პერიოდის მასალებში“, მაგრამ ადრე მიიქცია ყურადღება. მისი თქმით, უშიშროების სამსახურები თანამშრომლობენ სხვა ქვეყნების უწყებებთან. თორნბერგს დეტალები არ დაუსახელებია. მანამდე პოლიციამ განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელიც დააკავეს, როგორც „ტერორისტულ დანაშაულში ეჭვმიტანილი“, სავარაუდოდ იყო მძღოლი სატვირთო ავტომანქანისა, რომელიც 7 აპრილს ხალხში შეიჭრა სტოკჰოლმის ცენტრში. ოთხი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა გატაცებული ავტომანქანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

XS
SM
MD
LG