ნატომ გაავრცელა ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება სირიის შესახებ. მასში ლაპარაკია აშშ-ის მიერ სირიაში, შაირათის სამხედრო აეროდრომის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა „შემაძრწუნებელი“ რამ ჩაიდინა და ქიმიური იარაღი გამოიყენა ქალაქ ხან-შეიხუნში. ქიმიურ იერიშს ათობით სამოქალაქო პირი, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვი ემსხვერპლა. სტოლტენბერგის თქმით, სირიის ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამჟამად განვითარებული მოვლენებისთვის. განცხადების თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს დაუჭერს ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მშვიდობის მიღწევისკენ და სირიის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისკენ იქნება მიმართული.
სტოლტენბერგის თქმით, დამასკოს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სირიაში მიმდინარე მოვლენებისთვის
ყველაზე პოპულარული
1