Accessibility links

დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, არ განუცხადებია მოსკოვის წარმომადგენლებთან კონტაქტების შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, არ განუცხადებია რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებთან კონტაქტების შესახებ, როცა მან თეთრ სახლში თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი გააკეთა. „ნიუ იორკ ტაიმსი“ 7 აპრილს იუწყებოდა, რომ კუშნერს არ გაუსაჯაროვებია შეხვედრები აშშ-ში რუსეთის ელჩთან და კრემლის კუთვნილი ბანკის ხელმძღვანელთან, რომელზეც აშშ-ის სანქციები ვრცელდება. კუშნერი პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველია. მისი ეს მოქმედება ემთხვევა პერიოდს, როცა გამოძიების ფედერალური ბიურო და კონგრესის რამდენიმე კომიტეტი სწავლობენ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გარემოებებს. კუშნერის ადვოკატმა განაცხადა, რომ კუშნერის მიერ არასრული ინფორმაციის მიწოდების მიზეზი იყო ტრამპის ინაუგურაციისთვის მზადებით გამოწვეული დროის სიმცირე.

XS
SM
MD
LG