Accessibility links

ბორის ჯონსონმა სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო გააუქმა მოსკოვში ვიზიტი


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, მან გააუქმა მოსკოვში ვიზიტი, რომელიც 10 აპრილისთვის იყო დაგეგმილი. მიზეზად მან დაასახელა მიმდინარე მოვლენები სირიაში, სადაც აშშ-მა პარასკევს სარაკეტო დარტყმები განახორციელა ქიმიური იერიშის საპასუხოდ, რომელშიც დამასკის რეჟიმს ადანაშაულებენ. ჯონსონმა რუსეთს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარ მოკავშირეს, მოუწოდა, ყოველი ღონე იხმაროს სირიაში ვითარების პოლიტიკური მოგვარებისთვის. დასავლეთის ქვეყნები ასადს ბრალს სდებენ 4 აპრილს ქალაქ ხან-შეიხუნში ნერვული გაზის გამოყენებაში, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, 86 ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი. სირიის მთავრობა უარყოფს ამ ბრალდებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG