Accessibility links

ბასკი სეპარატისტების ორგანიზაცია „ეტამ“ იარაღი დაყარა


ბასკი სეპარატისტების ორგანიზაცია „ეტამ“ იარაღი დაყარა. ნაციონალისტებმა დღეს საფრანგეთის პოლიციას შეატყობინეს, სად მდებარეობს მათი იარაღის საიდუმლო საცავები. უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში დაჯგუფება „ეტა“ იბრძოდა ბასკების დამოუკიდებლობისთვის ჩრდილოეთ ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე ტერიტორიებზე. ნაციონალისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს რვაასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 2011 წელს სეპარატისტებმა უარი თქვეს ძალადობაზე და ორივე სახელმწიფოსთან ზავი გამოაცხადეს. ესპანეთის ხელისუფლებამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG