Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავ აქციაზე, ექვსი ადამიანი დააკავეს


მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავ აქციაზე, ექვსი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთაგან ხუთი აქტივისტია და ერთი - ჟურნალისტი. ხელისუფლების მიერ მოწყობილ ანალოგიურ ღონისძიებაზე ბარნაულში რვა ადამიანი დააკავეს. სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ აკავებდნენ იმათ, ვისაც კორუფციის წინააღმდეგ მიმართული პლაკატები ეჭირა, ან ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ანალოგიური აქციები გაიმართა რუსეთის მთელ რიგ მსხვილ ქალაქებში. სანქტ-პეტერბურგში 3 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG