Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოთქვამენ ეჭვს, რომ შესაძლოა რუსეთის თვითმფრინავმა დაბომბა საავადმყოფო შაირათში


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზა შაირათში რაკეტებით დაიბომბა, ვინაიდან იქ განთავსებული იყო თვითმფრინავები, რომლებმაც 4 აპრილს ქიმიური იარაღის შემცველი ჭურვები ჩამოყარეს ხან-შეიხუნში, და ვინაიდან აეროდრომზე წარსულში ქიმიური იარაღი ინახებოდა. სარაკეტო დარტყმები დილით ადრე განხორციელდა, რათა მინიმალური ყოფილიყო სამოქალაქო მოსახლეობაში შესაძლო მსხვერპლი. სამიზნეებში არ იყო ობიექტები, სადაც მომწამვლელი ნივთიერებები შეიძლებოდა ყოფილიყო შენახული. განადგურებულია 20 თვითმფრინავი, საზენიტო-სარაკეტო ბატარეები, საავიაციო ანგარები. როგორც იტყობინებიან, ამასობაში პენტაგონი ცდილობს დაადგინოს, მონაწილეობდა თუ არა რუსეთი ხან-შეიხუნის საავადმყოფოს დაბომბვაში. არსებობს ეჭვი, რომ რუსეთის თვითმფრინავმა შესაძლოა ბომბები დაუშინა ადგილობრივ საავადმყოფოს, ქიმიური იერიშიდან დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ, რათა გაენადგურებინა სირიის მთავრობის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება.

XS
SM
MD
LG