Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ კორეის ნახევარკუნძულის რაიონში აგზავნის გემების დამრტყმელ ძალას


აშშ კორეის ნახევარკუნძულის რაიონში აგზავნის გემების დამრტყმელ ძალას, მათ შორის ავიამზიდს. როგორც წყნარ ოკეანეში აშშ-ის სამხედრო მეთაურმა, დეივ ბენჰემმა განაცხადა, მთავარი ამოცანაა „საბრძოლო მზადყოფნისა და სამხედრო ყოფნისთვის ხელის შეწყობა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.“ მან აღნიშნა, რომ მთავარ პრობლემად რჩება ჩრდილოეთი კორეა, რომლის სარაკეტო გამოცდები და ბირთვული პოტენციალის ზრდა რეგიონში დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. აშშ-ს მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს სამხრეთ კორეაში 1953 წლიდან, კორეის ომის დასრულებიდან მოკიდებული.

XS
SM
MD
LG