Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აკრიტიკებს ბორის ჯონსონის მიერ მოსკოვში ვიზიტის გაუქმებას


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის მოსკოვში ვიზიტის გაუქმება დაკავშირებულია იმასთან, რომ მას „ფუნდამენტურად არ ესმის ან არ იცნობს“ სირიაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე რუსეთის ძალისხმევას, რომელიც სირიის კრიზისის მოგვარებისკენ არის მიმართული, მიაჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამინისტროს ვებსაიტზე 9 აპრილს გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ასეთი ნაბიჯი ჩიხში აქცევს რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობებს. მოსკოვს არ მიაჩნია, რომ მას უფრო მეტად სჭირდება ლონდონთან დიალოგი, ვიდრე თავად ლონდონს, ნათქვამია კომენტარში. 8 აპრილს დიდი ბრიტანეთის საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მოსკოვში 10 აპრილისთვის დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს „სირიაში ვითარების ფუნდამენტური ცვლილების გამო“.

XS
SM
MD
LG