Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიებში მომხდარ აფეთქებებს 36 ადამიანი ემსხვერპლა


11-მდე გაიზარდა მსხვერპლის რიცხვი ეგვიპტეში, მეორე კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად ქალაქ ალექსანდრაში. 20-ზე მეტი დაიჭრა. მანამდე, კვირას, 25 ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა ქალაქ ტანტაში, ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ორივე აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. დღეს ქრისტიანები აღნიშნავენ ბზობის დღესასწაულს, რომლითაც იწყება ვნების კვირა. ეგვიპტეში კოპტების ქრისტიანული თემი 6 მილიონამდე ადამიანს ითვლის.

XS
SM
MD
LG