Accessibility links

რუსეთი და ირანი დაუშვებლად მიიჩნევენ სირიის წინააღმდეგ აშშ-ის "აგრესიულ ქმედებას"


რუსეთმა და ირანმა განაცხადეს, რომ დაუშვებელია აშშ-ის მხრიდან სირიის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება, და მოითხოვეს 4 აპრილს პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიება. ამის თაობაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა, ვლადიმირ პუტინმა და ჰასან როჰანიმ ტელეფონით იმსჯელეს 9 აპრილს, იტყობინება კრემლის პრესსამსახური. პარასკევს აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის სამხედრო ბაზაზე შაირათში. ვაშინგტონმა 59 „ტომაჰოკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. იგი აცხადებს, რომ ასადის რეჟიმმა სწორედ ეს ავიაბაზა გამოიყენა ქიმიური იერიშის განსახორციელებლად ქალაქ ხან-შეიხუნში. 4 აპრილს ქიმიური იარაღის გამოყენებას, სულ მცირე, 86 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დამასკი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG