Accessibility links

მაიკ ფელონმა რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა სირიაში ქიმიური იარაღით ათობით ადამიანის სიკვდილისთვის


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი სირიაში ათობით ადამიანის სიკვდილისთვის ქიმიური იერიშის დროს, რომელიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა განახორციელა. ფელონმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის თაობაზე და სრულად ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში გაეროს ეგიდით. 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბში, ქალაქ ხან-შეიხუნში, სულ მცირე, 86 ადამიანი ემსხვერპლა სავარაუდოდ ქიმიური ჭურვებით განხორციელებულ იერიშს. ამის საპასუხოდ, 7 აპრილს აშშ-მა სარაკეტო იერიში განახორციელა სირიის შაირათის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე.

XS
SM
MD
LG