Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკი ჰეილი: სირიაში ხელისუფლების შეცვლა აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება


სირიაში ხელისუფლების შეცვლა აშშ-ის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის პირველ პლანზე გადადის - განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ. სიენენისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰეილიმ აღნიშნა, რომ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა კვლავაც რჩება მთავარ ამოცანად, მაგრამ სირიაში კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია, სანამ ხელისუფლების სათავეში რჩება ბაშარ ალ-ასადიო, თქვა ამერიკელმა დიპლომატმა. ჰეილის თქმით, აშშ შეეცდება შეამციროს სირიის მოკავშირეების, ირანისა და რუსეთის გავლენა მეზობელ სახელმწიფოებზე.

XS
SM
MD
LG