Accessibility links

უფლებადამცველთა თანახმად, სირიაში, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა ორი საჰაერო იერიშის შედეგად


ორგანიზაცია „სირიაში ადამიანის უფლებების სამეთვალყურეომ“, რომელსაც დიდ ბრიტანეთში უდევს ბინა, განაცხადა, რომ, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა სირიაში ორი საჰაერო იერიშის შედეგად. 9 აპრილს ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა საჰაერო იერიშისას, რომელიც ამოუცნობმა თვითმფრინავებმა განახორციელეს მეამბოხეთა ხელში მყოფ იდლიბის პროვინციაში. ოთხი დღის წინ ამავე რეგიონში განხორციელდა ქიმიური იარაღით იერიში, რომლის შედეგადაც 86 ადამიანი დაიღუპა. სირია უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას. ამავე დროს, „სამეთვალყურეოს“ ცნობით, 8 აპრილს სავარაუდოდ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის თვითმფრინავებმა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელთ მყოფ სოფელში იერიში განახორციელეს კაფეზე, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG