Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი: თუკი სირია კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, ეს დიდ ზიანს მიაყენებს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მოსკოვში 11 აპრილისთვის დანიშნულ შეხვედრაზე რუსეთს პასუხს მოსთხოვს იმის გამო, რომ ხელი არ შეუშალა სირიას ქიმიური იარაღის გამოყენებაში. ეიბისისთვის მიცემულ ინტერვიუში ტილერსონმა თქვა, რომ რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო, როცა პირობა დადო, რომ სირიის ქიმიური იარაღის განადგურების გარანტი იქნებოდა. მისი სიტყვებით, თუკი სირია კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, ეს დიდ ზიანს მიაყენებს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს.

XS
SM
MD
LG