Accessibility links

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები და რესპუბლიკისთვის სახელის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები და რესპუბლიკისთვის სახელის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და რაიმე სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. აშშ გმობს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვას. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის არ აღიარებს არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG