Accessibility links

გარდაიცვალა მსახიობი გივი ბერიკაშვილი


83 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი გივი ბერიკაშვილი. საქართველოს სახალხო არტისტი, გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს დაიბადა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1957 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. გივი ბერიკაშვილს მინიჭებული ჰქონდა შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიები. 2008 წლის 15 მაისს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. გივი ბერიკაშვილს შესრულებული ათობით პოპულარული როლი თეატრის სცენაზე თუ კინოფილმებში. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანისა და ნამდვილი სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG