Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იტალიაში, დიდი შვიდეულის შეხვედრას დაესწრება


აშშ-ი სახელმწიფო მდივანი, თანმხლებ პირებთან ერთად, დღეს მოგვიანებით ჩავა იტალიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში, რომლის უმთავრესი საკითხი იქნება სირიაში შექმნილი ვითარება. „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, იტალიაში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობენ ასევე თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროს, საუდის არაბეთის, იორდანიისა და ყატარის წარმომადგნელები. შეხვედრა 11 აპრილს დილით გაიმართება. იტალიიდან რექს ტილეროსნი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება რუსეთში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მოსკოვში 11 აპრილისთვის დანიშნულ შეხვედრაზე რუსეთს პასუხს მოსთხოვს იმის გამო, რომ ხელი არ შეუშალა სირიას ქიმიური იარაღის გამოყენებაში. რუსეთი „დიდი რვიანის“ წევრი იყო, მაგრამ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი ამ ჯგუფიდან გაირიცხა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG