Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ლიდერმა ევროპას უწოდა „დაუძლურებული ადამიანი“


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კვლავ გაიმეორა, რომ იგი გადასინჯავს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მისწრაფებას, ხოლო ევროკავშირს მოუწევს „საფასურის გადახდა იმისათვის, რაც მან თურქეთის მოსახლეობის წინაშე ჩაიდინა“. ამის თაობაზე ერდოანმა 9 აპრილს, ქალაქ იზმირში გამოსვლის დრო ისაუბრა და ევროკავშირს უწოდა „დაუძლურებული ადამიანი“, სიტყვათშეთანხმება, რომლითაც ევროპის ლიგა, გასულ საუკუნეში, ოსმალეთის მომაკვდავ იმპერია ახასიათებდა. თურქეთის ლიდერის თანახმად, ევროკავშირის შესახებ საუბარი ანკარის დღის წესრიგში კვლავ დადგება 16 აპრილის შემდეგ, როცა ქვეყანაში ჩატარდება რეფერენდუმი კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი იმედოვნებს, რომ რეფერენდუმზე მოსახლეობა მხარს დაუჭერს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას.

XS
SM
MD
LG