Accessibility links

თბილისი მასპინძლობს ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს


თბილისში მეორედ ტარდება ნატოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ტაკან ილდემი. ფორუმი გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში დაადასტურა საქართველოს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება - შეუქცევადი გახადოს ალიანსთან ინტეგრაციის პროცესი. „ჩვენის მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შევინარჩუნოთ ინტეგრაციის პოზიტიური დინამიკა და ეს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ამ გზაზე და ხელშესახები შედეგები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ორგანიზატორები არიან - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი. 26-29 მაისს საქართველოში ჩატარდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებსნატოს გენერალური მდივნი იენს სტოლტენბერგი.

XS
SM
MD
LG