Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეამბოხეებმა ავღანეთში უსაფრთხოების ძალების 13 წევრი მოკლეს


ავღანეთში უსაფრთხოების ძალების 13 წევრი დაიღუპა, გასულ უქმეზე, მეამბოხეთა მიერ მოწყობილი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად. ბალხის პროვინციის წარმომადგენლის, მუნირ აჰმედ ფარჰადის თქმით, ჩიმტარის რაიონში, სადაც მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაცია თალიბანის წინააღმდეგ, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად, 9 სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. შეტაკებაში განადგურდა 5 მეამბოხე. იმავე დღეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თავს დაესხნენ დარზაბის რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილებას ჯავზიანის პროვინციაში. ბრძოლაში უსაფრთხოების ძალების ოთხი მებრძოლი, მათ შორის ერთი ოფიცერი დაიღუპნენ. ამ თავდასხმების ფონია, მეამბოხეთა მიერ იერიშების ახალი საგაზაფხულო სეზონის დაწყება, რასაც საპასუხო საბრძოლო ოპერაციებით პასუხობენ ავღანეთის არმია და უსაფრთხოების ძალები.

XS
SM
MD
LG