Accessibility links

ალექსეი ნავალნი გათავისუფლდა თხუთმეტდღიანი პატიმრობის შემდეგ


რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი, ალექსეი ნავალნი გათავისუფლდა თხუთმეტდღიანი პატიმრობის შემდეგ. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავადვე განუცხადა ჟურნალისტებს. 27 მარტს ნავალნის სასამართლომ თხუთმეტდღიანი პატიმრობა შეუფარდა და 20 ათასი რუსული რუბლით (350 დოლარით) დააჯარიმა. ამის მიზეზი გახდა ნავალნის მიერ დაარსებული „ანტიკორუფუცლი ფონდის“ ორგანიზებით გამართული საპროტესტო აქციიები მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, სადაც ათეულ ათასობით ადამიანმა გააპროტესტა კრემლის პოლიტიკა. ალექსეი ნავალნი ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სახელდება რუსეთში 2018 წლისათვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG