Accessibility links

თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა დაზარალებული მოვაჭრეებისათვის კომპენსაციის გამოყოფას


თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა მერის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის 1 100 000 ლარი გამოყოფას, - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებას სხდომაზე დამსწრე 42 დეპუტატიდან მხარი 34-მა დაუჭირა, დანარჩენმა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა. თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა სამუშიას თქმით, 350-მდე მოქალაქე 3 000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG