Accessibility links

რექს ტელერსონი: ქიმიური თავდასხმა სირიაში რუსეთის მიერ აღებული პირობის შეუსრულებლობამ გამოიწვია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მოსკოვში 11 აპრილისთვის დანიშნულ შეხვედრაზე რუსეთს პასუხს მოსთხოვს იმის გამო, რომ ხელი არ შეუშალა სირიას ქიმიური იარაღის გამოყენებაში. „რუსეთმა პირობა დადო, რომ ქიმიური იარაღის შესახებ 2013 წლის შეთანხმებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თანახმად, იგი იქნებოდა სირიის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის განადგურების მთავარი გარანტი. რუსეთმა არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება და მათმა ამ მარცხმა გამოიწვია უფრო მეტი ბავშვისა და უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი,“ - განაცხადა რექს ტილერსონმა 9 აპრილს, ტელეკომპანია „სიბიესის“ საკვირაო პროგრამა „ქვეყნის პირისპირში“ საუბრის დროს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თანმხლებ პირებთან ერთად ჩავიდა იტალიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს 11 აპრილს დაგეგმილ, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში, რომლის უმთავრესი საკითხი იქნება სირიაში შექმნილი ვითარება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG