Accessibility links

პოლონეთის სამთავრობო კომისიის ვარაუდით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი მიწაზე ჩამოვარდნამდე აფეთქდა


პოლონეთის სამთავრობო კომისიის ვარაუდით, თვითმფრინავი, რომელშიც 2010 წლის 10 აპრილს 100-მდე ადამიანი, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იმყოფებოდა, აფეთქდა, ვიდრე რუსეთში მიწაზე ჩამოვარდებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 96-ვე ადამიანი. პოლონეთის სამთავრობო კომისიის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა 10 აპრილს, დასავლეთ რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის მეშვიდე წლისთავზე. 2010 წლის აპრილში პოლონეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც კაჩინსკისთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე, პოლონეთის სამხედრო სარდლობის წევრები, პარლამენტარები, ცენტრალური ბანკის დირექტორი, რუსეთში მიფრინავდა, რათა პატივი მიეგო 1940 წელს საბჭოთა კავშირში, კატინში დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისათვის. 2010 წლის ავიაკატასტროფის გამოძიებამ, რომელიც პოლონეთის წინა, ცენტრისტულმა მთავრობამ ჩაატარა, დაადგინა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოჰყვა ძლიერი ნისლის დროს დაჯდომის მცდელობას, რაც პილოტის შეცდომა იყო.

XS
SM
MD
LG