Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ირაკლი კობახიძისა და ზიგფრიდ ბრაკეს შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ზიგფრიდ ბრაკეს შეხვედრა. დღის მეორე ნახევარში ზიგფრიდ ბრაკე შეხვდება პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. 12 აპრილს ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე გორში შეხვდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს და ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. 12 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება ზიგფრიდ ბრაკეს და პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა. 13 აპრილს ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე შეხვდება საქართველოს პარლამენტის ფრაქციების და უმრავლესობის ხელმძღვანელებს, მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს.

XS
SM
MD
LG