Accessibility links

შვედეთში მომხდარი თავდასხმის მთავარი მონაწილე აღიარებს ტერორიზმის დანაშაულს


უზბეკეთის მოქალაქეს, 39 წლის რახმატ აკილოვს ბრალი წაუყენეს ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის. ის გასულ კვირაში, სტოკჰოლმში, გატაცებული სატვირთო მანქანით შევარდა ხალხში. აკილოვის ადვოკატის განცხადებით, მან აღიარა ტერორიზმის დანაშაული, რომლის დამტკიცებასაც ცდილობდა სახელმწიფო პროკურატურა. ადვოკატის თქმით, 11 აპრილს გამართულ მოსმენაზე აკილოვის მიერ დანაშაულის აღიარება მიზნად ისახავდა იმის განსაზღვრას, დარჩება თუ არა ის პატიმრობაში, სასამართლო პროცესის გამართვამდე. პოლიციის უფროსის დან ელიასონის 10 აპრილის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები „სავსებით დარწმუნებული“ არიან იმაში, რომ მათ დააკავეს 7 აპრილის თავდასხმის მთავარი მონაწილე. ინციდენტის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკითხეს 600-მდე პირი და ჩაატარეს არაერთი რეიდი.

XS
SM
MD
LG