Accessibility links

იტალია მასპინძლობს „დიდი შვიდეულისა“ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს


იტალიის ქალაქი ლუკა „დიდი შვიდეულის“ სამიტს მასპინძლობს. დღეს ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უერთდებიან მათი მოკავშირეები თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან: საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, იორდანიიდან და ყატარიდან.სამიტის მონაწილეებმა უნდა შეიმუშაონ ერთობლივი წინადადება, რომელიც მიმართული იქნება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის იზოლაციისკენ. ამ დოკუმენტის მიღებას სულ რამდენიმე საათში მოჰყვება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის ვიზიტი რუსეთში, რომელიც ასადის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. დღევანდელი სამიტის ფონია რუსეთისკენ მიმართული წნეხი, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი ააღებინოს მოსკოვს ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე. გასულ კვირაში სირიის სამთავრობო შენაერთებმა მეამბოხეებთან ბრძოლაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. დიდი ბრიტანეთისა და კანადის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები უნდა გამკაცრდეს, თუკი კრემლი კვლავაც განაგრძობს ასადის მთავრობას მხარდაჭერას. „დიდი შვიდეული“ აერთიანებს აშშ-ს, იაპონიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, საფრანგეთსა და კანადას.

XS
SM
MD
LG