Accessibility links

სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად


სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ დიარბაქირში, პოლიციის განყოფილებასთან დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება განხორციელდა თურქეთში დაგეგმილ რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე. რეფერენდუმი, რომელიც 16 აპრილს უნდა გაიმართოს, მიზნად ისახავს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანისთვის უფლებამოსილების გაფართოებას. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა როიტერის სააგენტოს უთხრა, აფეთქება მოხდა პოლიციის შენობის ავტოგარაჟთან, რამაც შენობის სახურავის ჩამონგრევა გამოიწვია. ცნობების თანახმად, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომაროება კრიტიკულია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დიარბაქირი უმეტესად ეთნიკური ქურთებით დასახლებული ქალაქია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG