Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი მოუწოდებს რუსეთს, არჩევანი გააკეთოს აშშ-სა და ასადს შორის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მოსკოვში ჩასვლამდე რუსეთს მოუწოდა, გადაწყვიტოს, სირიის ომში აშშ-ის მხარეს დგას თუ აგრძელებს მოკავშირეობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან, ირანთან და ლიბანის ექსტრემისტულ დაჯგუფება „ჰიზბოლასთან“. ტილერსონის ეს განცხადება დღეს გავრცელდა იტალიის ქალაქ ლუკაში, სადაც იმართება „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. სამიტის ფარგლებში, სირიის კონფლიქტზე სამსჯელოდ ერთმანეთს ხვდებიან ეკონომიკურად მაღალგანვითარებული შვიდი ქვეყნისა და ახლო აღმოსავლეთში მათი მოკავშირე სახელმწიფოების საგარეო უწყებათა ხელმძღვაგნელები. იტალიიდან ტილერსონი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც შეხვდება თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს. რუსეთი ასადის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ცნობების თანახმად, მინისტრები ვერ შეთანხმდნენ რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების საკითხზე. ტილერსონმა დღეს ასევე განაცხადა, რომ პრიორიტეტად რჩება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა დამარცხება სირიასა და ერაყში. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ტილერსონთან შეხვედრა „ნაყოფიერი“ იქნება. მისივე თქმით, მოსკოვის შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობისთვის, არამედ „მსოფლიოში არსებული ვითარებისთვის“.

XS
SM
MD
LG