Accessibility links

პუტინი მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას სირიის მთავრობის მიმართ დასავლეთის ბრალდებებზე


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი აპირებს, ოფიციალურად მოითხოვოს საერთაშორისო გამოძიება დასავლეთის მთავრობების განცხადებაზე, რომლის თანახმადაც გასულ კვირაში სირიის მთავრობა ქიმიური იარაღით დაესხა თავს მშვიდობიან მოქალაქეებს. პუტინის ეს მძაფრი განცხადება მისი პირველი საჯარო კომენტარია მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ-ასადის დასასჯელად აშშ-მა განახორციელა სარაკეტო შეტევა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. მან რეპორტიორებს უთხრა, რომ რუსეთი გამოძიების დაწყების განაცხადით მიმართავს გაეროს ეგიდით მოქმედ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს. პუტინისავე თქმით, რუსეთმა მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია დაგეგმილი „პროვოკაციების“ შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს სირიის მთავრობის დადანაშაულებას. მან დასძინა, რომ რუსეთმა შეიტყო ვაშინგტონის გეგმის შესახებ, რომელიც გულისხმობს შეტევის განხორციელებას ქალაქ დამასკის გარეუბნებზე. რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადებები კიდევ უფრო ამწვავებს დაძაბულობას მოსკოვში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის ვიზიტამდე. ტილერსონი ხვალ, 12 აპრილს შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG