Accessibility links

ტრამპი: ვაშინგტონი მზადაა, ჩინეთის გარეშე მოაგვაროს ჩრდილოეთ კორეის „პრობლემა“


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ვაშინგტონი მზად არის, ჩინეთის მონაწილეობის გარეშე მოაგვაროს ჩრდილოეთ კორეის „პრობლემა“. „ჩრდილოეთი კორეა თვითონვე ეძებს პრობლემებსო“ - წერს ტრამპი ტვიტერში დღეს გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს: თუ ჩინეთი გადაწყვეტს, რომ დაგვეხმარება, შესანიშნავი იქნება, თუ არა - პრობლემას მათ გარეშე მოვაგვარებთო. როგორც ტრამპი ტვიტერით უფრო ადრე გავრცელებულ ცნობაში წერდა, მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გასულ კვირაში ფლორიდაში შეხვედრისას განუმარტა,რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარების შემთხვევაში, აშშ და ჩინეთი გაცილებით უკეთესი სავაჭრო შეთანხმების დადებას შეძლებენ. ვაშინგტონმა კორეის ნახევარკუნძულთან ძალის საჩვენებლად განათავსა სამხედრო საზღვაო ძალების მოიერიშე ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არის ავიამზიდი „კარლ ვინსონი“. ჩრდილოეთმა კორეამ ხუთჯერ ჩაატარა ბირთვული იარაღის გამოცდა, მათგან ორი გამოცდა შარშან და ახლა მუშაობს ბირთვული ქობინებისათვის გამოსადეგი რაკეტების შესაქმნელად, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG