Accessibility links

ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანების შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანების სარატიფიკაციო სიგელს. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა 11 აპრილს მოაწერა ხელი შეთანხმებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩერნოგორიის შესვლაზე. გასულ თვეში აშშ-ის სენატი დიდი უმრავლესობით მიემხრო ნატოს 29-ე წევრად ჩერნოგორიის მიღებას და, შესაბამისად, ალიანსის გაფართოებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG