Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაიხარჯება დაახლოებით 10 მილიარდი ლარი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაიხარჯება დაახლოებით 10 მილიარდი ლარი. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტების განხორციელება საქართველოს და მის მოქალაქეებს მოუტანს ახალ ინფრასტრუქტურას, ახალ სამუშაო ადგილებს და ფინანსურ უზრუნველყოფას. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია სივრცითი მოწყობა, რომელიც თანმიმდევრული და სწრაფი განვითარების მყარი საფუძველია და ითვალისწინებს საქართველოს თითოეული რეგიონის უნიკალურობას და პოტენციალს. „ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ყველა რეგიონი თანაბრად იყოს განვითარებული, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ არის. 21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას და ჩვენი მიზანია ხელმისაწვდომი პირობები შევუქმნათ მოქალაქეებს ქვეყნის ყველა წერტილში” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

XS
SM
MD
LG