Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში იძიებენ დორტმუნდის "ბორუსიის" ავტობუსთან აფეთქებების შესაძლო ისლამისტურ მოტივს


გერმანიაში ფედერალურმა პროკურატურამ გადაიბარა დორტმუნდის საფეხბურთო კლუბ „ბორუსიის“ ავტობუსთან მოწყობილი აფეთქებების გამოძიება. აფეთქებები 11 აპრილს მოხდა დორტმუნდის მახლობლად მდებარე ჰიოხსტენში, „ბორუსიის“ ავტობუსთან, რომლითაც ფეხბურთელები სტადიონზე მიდიოდნენ ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ. დაიჭრა ერთი ფეხბურთელი, ესპანელი მცველი მარკ ბარტრა, რომელსაც ხელზე ოპერაცია გაუკეთეს. გერმანიაში ფედერალური პროკურატურა ატარებს ხოლმე გამოძიებას განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებში, მათ შორის ტერორიზმის მოტივის ვარაუდის დროს. გამოძიება ტარდება ისლამისტებთან აფეთქების შესაძლო კავშირის დასადგენად მას შემდეგ, რაც თავდასხმის ადგილის მახლობლად იპოვეს წერილი, რომელშიც ნახსენებია შარშან დეკემბერში, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მოწყობილი ტერაქტი. ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელშიც დორტმუნდის „ბორუსია“ მონაკოს საფეხბურთო კლუბს უნდა შეხვედროდა, გეგმით, 12 აპრილის საღამოს გაიმართება.

XS
SM
MD
LG