Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალია იკვლევს ინფორმაციას ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნისა და მკვლელობების შესახებ


იტალიის საგარეო უწყების განცხადებით, ის აგროვებს ინფორმაციას ბრალდებაზე, რომ ჩეჩნეთში ხელისუფლების დავალებით იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ჰომოსექსუალ მამაკაცებს, როგორც ჩანს, კოორდინირებული კამპანიის ფარგლებში. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბენედეტო დელა ვედოვამ 11 აპრილს ტვიტერში დაწერა, რომ სამინისტროს წარმომადგენლობები აქტიურად მუშაობენ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების სრულიად მიუღებელ დარღვევებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად. ეს საკითხი წამოჭრეს ლგბტ აქტივისტებმა და სამმა იტალიელმა პარლამენტარმა, როცა იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მოსკოვში ხვდებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. რუსეთში გამომავალი ავტორიტეტიანი გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ ამ თვეში იუწყებოდა, რომ ჩეჩნეთში „უპრეცედენტო კამპანიის“ მსვლელობაში დააკავეს 100-ზე მეტი ჰომოსექსუალი მამაკაცი და, გაზეთის ცნობით, სულ ცოტა სამი მათგანი მოკლეს. ჩეჩნეთსის ხელმძღვანელობა უარყოფს ბრალდებებს, რომელთა გამოც შეშფოთებას გამოთქვამენ აშშ და ევროკავშირი.

XS
SM
MD
LG