Accessibility links

ყაზახური ენისათვის შეიქმნება ლათინურზე დაფუძნებული ანბანი, ამჟამინდელი კირილიცის ნაცვლად


ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის დავალებით, 2017 წლის ბოლომდე ყაზახური ენისათვის უნდა შეიქმნას ლათინურზე დაფუძნებული ანბანი, ნაცვლად კირილიცისა, რომლითაც ყაზახები თითქმის 80 წელია სარგებლობენ. ნაზარბაევის განკარგულება ყაზახეთის განვითარების „სტრატეგიული გეგმის“ ნაწილია და სახელმწიფო გაზეთ „ეგმენ ყაზახსტანის“ 12 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა. მიზნად მიჩნეულია ყაზახური კულტურის უკეთ წარმოჩენა, მოსკოვის მრავალწლიანი დომინირების შედეგად დამკვიდრებული წესებისა და ტრადიციების ხარჯზე. გეგმაში, რომელიც მხოლოდ ყაზახურ ენაზე გავრცელდა, ნაზარბაევი მოითხოვს, რომ 2018 წლისთვის გამოიცეს სახელმძღვანელოები ლათინური ანბანის გამოყენებით და მომზადება გაიარონ პედაგოგებმა. გეგმით, კირილიცას გამოიყენებენ ახალი დამწერლობის პარალელურად, დაუდგენელი ხანგრძლივობის „გარდამავალ“ პერიოდში. ყაზახეთის ლიდერს ადრეც, 2006 და 2012 წლებშიც გამოუთქვამს კირილიცის ლათინურით ჩანაცვლების სურვილი, რაც რუსეთის მედიაში „გეოპოლიტიკურ ნაბიჯად“ გამოაცხადეს და გააკრიტიკეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG