Accessibility links

ქაბულში ხუთი ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად


ქაბულში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო სამინისტროების მახლობლად. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც - სულ ცოტა, 10 ადამიანი. აფეთქება მოხდა, როცა ათასობით თანამშრომელი ტოვებდა სამინისტროების შენობებს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ".

XS
SM
MD
LG