Accessibility links

დააკავეს დორტმუნდის "ბორუსიის" ავტობუსზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი


გერმანიაში დააკავეს დორტმუნდის „ბორუსიის“ ავტობუსზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის ფედერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ფრაუკე კოელერმა. მისივე თქმით, ინციდენტს განიხილავენ, როგორც ტერორისტულ თავდასხმას და ეძებენ მასთან კავშირში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს. 12 აპრილს უფრო გაკეთდა განცხადება, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „შეძრწუნებულია“ დორტმუნდის საფეხბურთო კლუბ „ბორუსიის“ ავტობუსზე თავდასხმით. გზის პირას დატოვებული მოწყობილობები 11 აპრილის საღამოს აფეთქდა, როცა ფეხბურთელები ავტობუსით მიდიოდნენ ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ. დაშავდნენ ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა და ადგილობრივი პოლიციელი. თავდასხმის ადგილთან იპოვეს წერილი, რომელშიც ნახსენებია შარშან დეკემბერში ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მოწყობილი ტერაქტი. დორტმუნდის "ბორუსიისა" და მონაკოს საფეხბურთო მატჩი, გეგმით, 12 აპრილის საღამოს გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG