რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი "ყველა პატრიოტს" მოუწოდებს 12 ივნისს რუსეთში ანტიკორუფციულ აქციებში მონაწილეობისაკენ. ეს მოწოდება ინტერნეტში გავრცელდა 12 აპრილს - ორ დღეში მას შემდეგ, რაც ნავალნიმ მოიხადა 15-დღიანი პატიმრობა, რომელიც მოსკოვში საპროტესტო აქციის გამო მიუსაჯეს. ალექსეი ნავალნი აპირებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და ცდილობს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ ოპოზიციური მუხტის გაზრდას. 12 ივნისს აღნიშნავენ რუსეთის დღეს - დამოუკიდებლობის გამოცხადებას 1990 წელს. 26 მარტს რუსეთში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა აქციებზე, რომლებზეც პროტესტი გამოთქვეს მმართველ ელიტაში გავრცელებული კორუფციის გამო. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი.