Accessibility links

მოსკოვში იმართება პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს, რომელმაც მანამდე შეხვედრა გამართა რუს კოლეგასთან ,სერგეი ლავროვთან. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რომელსაც რუსეთის მედია ავრცელებს, ტილერსონი და ლავროვი ერთად ხვდებიან პუტინს. საუბრის ფონს ქმნის მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის გამწვავება მას შემდეგ, რაც სირიაში, სავარაუდოდ, სამთავრობო ჯარებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს და აშშ-მა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. რუსეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირეა.

XS
SM
MD
LG