Accessibility links

გაეროში აშშ-ის ელჩი: „დიდი ხანია“ მოვიდა დრო, რომ მოსკოვმა შეწყვიტოს ასადის მხარდაჭერა 


გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის შეფასებით, უკვე „დიდი ხანია“ მოვიდა დრო, რომ მოსკოვმა შეწყვიტოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა. ეს შეფასება ჰეილიმ გამოთქვა განცხადებაში, რომლითაც რუს კოლეგებს მიმართა: „თქვენ თავს საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლაციაში იქცევთ ყოველ ჯერზე, როცა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის თვითმფრინავი მშვიდობიან მოქალაქეებზე კასრის ბომბს ჩამოაგდებს და როცა ასადი ადამიანების სხვა ჯგუფს შიმშილისთვის გაწირავს ხოლმე“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ. მისი აზრით, შესაძლებელია თანამშრომლობა სირიაში ექვსი წლის წინ დაწყებული ომის დეესკალაციის მისაღწევად. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები მეტად აღარ დაუშვებს იმას, რომ „უპასუხოდ“ დარჩეს ქიმიური იარაღის გამოყენება.

XS
SM
MD
LG