Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სირიის შესახებ


რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც დაგმობილია სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება. რეზოლუციით დამასკისაგან მოითხოვდნენ, წარმოადგინოს ინფორმაცია თავდასხმის დღეს ჩატარებული ყველა საჰაერო ოპერაციის შესახებ. დოკუმენტმა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა მოამზადეს, მოაგროვა უშიშროების საბჭოში მისაღებად აუცილებელი 10 ხმა. ამის შემდეგ გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვლადიმირ საფრონკოვმა ვეტო გამოიყენა. რუსეთის მხრიდან ეს იყო უკვე მერვე ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებზე, რომლებიც გმობდა სირიის პრეზიდენტის რეჟიმს.

XS
SM
MD
LG