Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში არ გააჩნიათ მტკიცებულება, რომ დორტმუნდში აფეთქების შემდეგ დაკავებულ პირს მომხდართან კავშირი აქვს


გერმანელ გამომძიებლებს არ გააჩნიათ მტკიცებულება, რომ ერაყელ მამაკაცს, რომელიც დორტმუნდის საფეხბურთო კლუბ „ბორუსიის“ ავტობუსთან აფეთქების შემდეგ დააკავეს, კავშირი აქვს ამ თავდასხმასთან. პროკურატურამ 13 აპრილს გამოაცხადა, რომ 26 წლის მამაკაცი ეჭვმიტანილია ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში. მაგრამ ასევე პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად ჯერ არ მოუპოვებიათ მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილი მონაწილეობდა დორტმუნდის „ბორუსიის“ ავტობუსზე თავდასხმაში. 11 აპრილს სამი ბომბი აფეთქდა ავტობუსთან, რომლითაც „ბორუსიის“ ფეხბურთელები სასტუმროდან სტადიონისაკენ მიეშურებოდნენ ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ. აფეთქებების შედეგად დაიჭრნენ ფეხბურთელი და პოლიციელი, ჩაიმსხვრა ავტობუსის ფანჯრები.

XS
SM
MD
LG