Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდმა საქართველოს 285-მილიონდოლარიანი პროგრამა დაუმტკიცა


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს დაუმტკიცა ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ახალი პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებისთვის, უწინარესად სივრცითი განვითარების მიმართულებით. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის დამტკიცება ნიშნავს, რომ მომავალ სამ წელიწადში ყველა იმ გეგმის განსახორციელებლად, რომელიც დავაანონსეთ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მწვანე შუქი ანთებულია და ეს გეგმა რეალობა გახდება“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, ეს გულისხმობს იმასაც, რომ ფისკალური დისციპლინა და ქვეყნის ფინანსების მართვა უნდა იყოს სათანადო დონეზე. კვირიკაშვილმა დასძინა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცება დადებითი სიგნალია ყველა იმ ინვესტორისთვის, ვინც საქართველოს მიმართულებით მუშაობს.

XS
SM
MD
LG